სუბსიდირებული იპოთეკური სესხი

image
პროგრამის მიზანი:

მრავალშვილიანი ან/და იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი/შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გზით და ასევე მოთხოვნის სტიმულირება უძრავ ქონებაზე.  

 

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში აღებული იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება 60 თვის განმავლობაში, შემდეგი ოდენობით:

  • რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%, მაგრამ არაუმეტეს 6%ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 1 ან 2 შვილი;
  • რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%, მაგრამ არაუმეტეს 8%-ის ოდენობით - თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი.

პროგრამის ფარგლებში გასაცემი სესხის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 200 000 ლარს.  

 

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

ერთ წლამდე ასაკის შვილ(ებ)ის ან/და მრავალშვილიანი ოჯახები ან მშობლები ცალ-ცალკე; საქართველოს ყველა რეგიონი და თბილისი. 

 

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

ოჯახი (მეუღლეები ერთად, ასევე ცალ-ცალკე) ან/და მარტოხელა მშობელი, ან/და ქვრივი რომელიც პროგრამის ფარგლებში აპირებს იპოთეკური სესხის აღებას.


პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისში.

 

 

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთ კრიტერიუმს:

  • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი.
  • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი
  • ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.   

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

იპოთეკური სესხის აღების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს და ბანკში წარადგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

 

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

მიმდინარე

 

 

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1ბინის/სახლის შეძენის ან სახლის აშენების მიზნით იპოთეკური სესხის აღებისთვისდაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს და გაიაროს სესხის დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურა.